World Press Photo – პირველად საქართველოში

Article published on July 12, 2009
community published
Article published on July 12, 2009
ნათია გულიაშვილი ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გაზაფხულის სეზონის მიწურული. თბილისს მსოფლიო პრესის ფოტო 3 კვირიანი გამოფენით ესტუმრა. საქართველოში ესWorld Press Photo-ს პირველი ოფიციალური გამოფენაა, რომელსაც თბილისის გარდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში დაახლოებით 2 მილიონი დამთვალიერებელი იხილავს.
პროექტის ორგანიზატორი “საქართველოს ბანკი” გახლდათ და სწორედ მის კუთვნილ კლუბ24-ის შენობაში გამოიფინა 2008 წლის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ათობით ფოტო. post-186-1240947806.jpg

მსოფლიო პრესის ფოტო ( World Press Photo) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1955 წელს დაარსდა, როცა პორველად 24 ქვეყნის ფოტოგრაფებმა განვლილი წლის მოვლენების ამსახველი საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსში წარადგინეს. აქედან მოყოლებული, კონკურსი ყოველ წელს იმართება.

2008 წელს მასში 124 ქვეყნის ასობით ფოტოგრაფი ათ ნომინაციაში მონაწილეობდა: ახალი ამბები, ზოგადი ახალი ამბები, ხალხი ახალ ამბებში, თანამედროვე საკითხები, ყოველდღიური ცხოვრება, სპორტი, სპორტის ახალი ამბები, პორტრეტები, ხელოვნება და გართობა, ბუნება. თუმცა ამ ნომინაციებში გამარჯვებულების გარდა, არის გამორჩეული ნომინაცია _ წლის მსოფლიო პრესის ფოტო, რომელიც მხოლოდ ერთი ავტორის ნამუშევარს გულისხმობს. IMG_6901.jpg

წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხუთივე კონტინენტის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ნამუშევრები, რომლებიც გასული წლის ყველაზე მთავარ მოვლენებს ასახავს: გლობალური ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში, პრეზიდენტის არჩევნები და საარჩევნო პროცესი აშშ-ი, ოლიმპიური თამაშები პეკინში, რუსეთ-საქართველოს ომი აგვისტოში, მიწისძვრა ჩინეთში (სე ჩუანის პროვინციაში), გამორჩეულ კულტურული და სოციალური მოვლენები მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიო პრესის ფოტოში საქართველოს თემა პოლიტიკურად დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით, ახალი ამბებისა და ზოგადი ახალი ამბების ნომინაციებში.

მაგალითად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი ფოტოგრაფის გლებ ბარანიჩის გორში გადაღებული ცნობილი ფოტო _ მტირალი მამაკაცი, რომელსაც ხელში 9 აგვისტოს დაღუპული ძმის ცხედარი უჭირავს. აგრეთვე ფოტოსერია ომის შემდგომ ცხოვრებაზე ცხინვალში, კარალეთსა და გორში, რომლებიც ნომინაციებში `ადამიანები ახალ ამბებში~ მეორე პრემიით აღინიშნა. fffffffffff.bmp

World Press Photo მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც თანაბრად აინტერესებს როგორც ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე ტურისტებს და ფართო პუბლიკას. გამოფენა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობენ ფოტოჟურნალისტები და როგორ გვაწვდის პრესა ახალ ამბებს.

“როგორ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ფოტოჟურნალისტიკა კვდება? სიმართლე ისაა, რომ ფოტოჟურნალისტიკა ახლა უდიდესი გამოცდილების პერიოდს გადის მზარდი ბაზრების და კულტურის, ასევე მედიის ახალი ფორმების წარმოშობის პირობებში ” – World Press Photo 2009 ჟიურის თავმჯდომარე, მარიანა გოლონი.