” Stop waiting Georgia”

Article published on July 7, 2009
Article published on July 7, 2009
ნათია გულიაშვილის რეპორტაჟი 12-დან 19 ივნისამდე თბილისის ისტორიის მუზეუმმა “ქარვასლამ” მორიგ გამოფენას უმასპინძლა. ” შტოპ წაიტინგ Gეორგია” – ასეთია გამოფენის სახელწოდება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების კლუბის პროექტის ”იძინე მშვიდად, შენ საქართველოს მოქალაქე ხარ” ნაწილია. პროექტი აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწერა და გამოფენის თემატიკაც მთლიანად ამ კონკრეტულ მოვლენას მიეძღვნა.
ორგანიზატორებისა და მხატვრების მიზანი ვიზუალური ხელოვნების შესაძლებლობებისა და სპეციფიკის მაქსიმალური გამოყენებით ადამიანების სტრესული მდგომარეობის და ნიჰილიზმის დაძლევაა, რაც თითქმის ერთი წლის შემდეგ ჯერ კიდევ შესამჩნევია ჩვენს საზოგადოებაში. stop waiting 1

უნდა ითქვას, რომ ” შტოპ წაიტინგ Gეორგია” აგვისტოს ომის შემდეგ, ამ თემაზე მიძღვნილი პირველი გამოფენა არაა. თუმცა, საინტერესო იყო თითქოს მივიწყებული თემების, კიდევ ერთხელ, ახალი აქცენტებით წამოწევა. ნამნუშევრები მონაწილე 9 მხატვარმა სხვადასხვა ჯანრში წარმოადგინა - ფოტოგრაფია, ვიდეო, სკულპტურა ვიდეოთი, ილუსტრაცია ტექსტილზე, შერეული ტექნიკა ტილოზე, ქაღალდსა და მაუდზე.stop waiting3 გამოფენის ძირითად მოტივს რამდენიმე ნამუშევარი უშუალოდ გამოხატავდა. ერთერთი მათგანი მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის ფოტოა, სახელწოდებით “შეწყვიტე ლოდინი”. ფოტოზე გამოსახული პატარძალი ზღვის ნაპირას ზის და სივრცეს გაჰყურებს. მინაწერი ტექსტი კი ასეთია – “ჰორიზონტი ჰგავს ჩვენ ცხოვრებას, ის მუდმივ მოლოდინშია. აღარ არის დრო, რომ იყო მარტო პატარძალი.” “მე მგონია, რომ ჩვენც ასე ვსხედვართ და სულ რაღაცის მოლოდინში ვართ: ან დაგვბომბავენ, ან გადავრჩებით ან კარგი ცხოვრება გვექნება, ან - ცუდი, ეს გაუთავებელი მოლოდინის პროცესია. “ – ამბობს ფოტოს ავტორი. stop waiting დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მხატვარ მაკა ბატიაშვილის სკულპტურა “ბომბის ჩიტი”. ორიგინალურობას ამ ნამუშევარს ერთი მხრივ ის მატებდა, რომ იგი აგვისტოს ომში გორში ჩამოვარდნილი რუსული ბომბისგან დაამზადა ავტორმა. “ ფერმწერი ვარ, მაგრამ არ მინდოდა ეს რაღაც ტილოზე ყოფილიყო. მინდოდა, უშუალოდ მატერიალურად მქონოდა ამ საშინელებასთან შეხება. გამიმართლა, რომ ეს ბომბი ჩამომიტანეს გორიდან . დიდხანს მედო, ვუყურებდი და ბოლოს დავინახე, რომ აქედან ჩიტი გამოვიდოდა. “ ამბობს მაკა ბატიაშვილი რატომ ჩიტი? იმიტომ, რომ მხატვრის აზრით ეს იყო გადაწყვეტა, მეტამორფოზა, ბოროტის გადაქცევა სიკეთედ და თავისუფლებად . stop waiting 4

საგამოფენო სივრცის თითქმის ერთი კედელი მხატვარ ნინო ბინიაშვილის ნამუშევარს ეკავა. “მეფემან ბრძანა” – დიდ, თეთრ ქსოვილზე შექმნილი სიუჟეტი აღწერს ომის ნიუანსებს, რომლებიც შუა საუკუნეებიდან დღემდე არ შეცვლილა. ეს არის სარკასტული პორტრეტი ძლიერმოქმედი აგრესიის, დაპყრობის და ცრუ "ბედნიერი" დასასრულისა.stop waiting გამოფენის ერთგვარ მცდელობას ბედნიერი დასასრულისთვის კი ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევარი “ცეკვა” ასრულებს, როგორც დამთვალიერებლისთვის მძიმე შთაბეჭდილებისგან გათავისუფლების და ოპტიმიზმის საშულება.