იცი რამე EVS - ის შესახებ?

Article published on July 11, 2009
community published
Article published on July 11, 2009
მარიტა შიხაშვილი ალბათ არაერთი გაცვლითი პროგრამის შესახებ გსმენიათ. Mმინდა, ერთ-ერთი მათგანის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. EVS (ი ვი ეს) ეს არის მოხალისეობრივი მუშაობა ევროპაში.
http://ec.europa.eu/youth/evs/aod/hei_en.cfm

EVS –ის მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდობას გააცნოს ერთმანეთი, დააახლოვოს და ა.შ. Eეს პროექტი ძირითადად გათვლილია შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება საკუთარი ფინანსებით ეწვიონ ევროპის ქვეყნებს სამოგზაუროდ თუ სხვა მიზნებისთვის.

EVS –ის პროექტს აფინანსებს ევროსაბჭო ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. იმისათვის, რომ განახორციელო აღნიშნული პროექტი, საჭიროა, მოძებნო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შენს ქვეყანაში ან უკვე იყო მისი წევრი/ მოხალისე, რომელიც უზრუნველგყოფს შენთვის სასურველი EVS პროექტით.

EVS ის ხანგრძლივობა არის მინიმუმ 2 თვიდან 1 წლამდე. პროექტი 100% -ით ფინანსდება ევროსაბჭოს მიერ. EVS – ის გაკეთება შესაძლებელია ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ.Aარსებობს ასევე ჯგუფური EVS ( მაქს. 100 მოხალისე). ამ შემთხვევაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია აგზავნის თავის მოხალისეს მასპინძელ ორგანიზაციასა და ქვეყანაში.

პროექტის განმავლობაში მოხალისეებს ჰყავთ ე.წ. მენტორი, რომელიც დაეხმარება მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა პირადი პრობლემის გადაჭრაში.

მოხალისესთვის სამუშაოს დიდი არჩევანია, მაგრამ ამისთვის ხელფასს არ უხდიან. ის უზრუნველოყოფილია ჯიბის და საკვების ფულით. თანხა ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია.

გამგზავნმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მოხალისის ფსიქოლოგიური მომზადება, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს, რა უნდა იცოდეს, ვის მიმართოს უსიამოვნების შემთხვევაში და ა.შ. თავად მოხალისე დაკვირვებით უნდა გაეცნოს პროექტს, აპლიკაცას, რომელსაც ავსებს, რათა დაუკვირვებლობისგან გამოწვეული უსიამოვნებები თავიდან აიცილოს.evs2.JPG

რა არ არის EVS : თავისუფალი გრაფიკის მქონე სამსახური; ანაზღაურებადი სამსახური; ტურისტული მოგზაურობა; ენის შემსწავლელი კურსები და ა.შ.

ყველა მოხალისეს ყავს კერძო მასწავლებელი, რომელიც ადგილობრივ ენას ასწავლის, რათა გაუადვილდეს კომუნიკაცია. Mმოხალისეს ასევე არ შეუძლია პროექტის ფარგლებს გარეთ მუშაობა, ეს წესების დარღვევაა. ჩემი რესპონდენტები გერმანელი სილვია დანიელაკი და ქართველი დათო კაკავა EVშ მოხალისეები არიან. დათო უკვე დაბრუნდა საქართველოში, სილვია კი სულ მალე დაასრულებს თავის პროექტს და დაბრუნდება გერმანიაში.

დათო კაკავამ 6 თვიანი EVS პროექტი რუმინეთში, ქალაქ არადში გააკეთა, + 2 თვე დაემატა, რადგან ორგანიზაციამ დარჩენა შესთავაზა და დათოც დარჩა. თუმცა აგვისტოში საქართველოში ომი დაიწყო და მისი პროექტიც დასრულდა. თუმცა საუბრისას დათო დადებით ემოციებს ვერ მალავადა და როგორც თქვა, არაფერს ნანობს.

დათოს საოფისე სამსახური ევალებოდა, 5 კაციან ჯგუფთან ერთად დისკზე გიდის/გზამკვლევის შექმნა დაევალათ ქალაქ არადის შესახებ, რომელიც მომავალი მოხალისეებისა და ტურისტებისთვის გაკეთდა.

მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, დადიოდნენ მუზეუმებში, თეატრებსა და სასტუმროში, წერდნენ სტატიებს არადის შესახებ. თუმცა სამოთხე ნამდვილად არ ყოფილა ეს 7 თვე და სირთულეებიც საკმაოდ შეხვდა. ადაპტაციას 1 თვე დასჭირდა, სრულიად ახალ გარემოსთან შეგუება არც ისე იოლი აღმოჩნდა, შემდეგ იყო კულტურული შოკი, უამრავი უცხო ადამიანი, როცა არ იცი ვის ენდო. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

დათო თვლის, რომ EVS - მა მას უცხოელებთან ურთიერთობა, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურების და ადამიანის უფლებების პატივისცემა ასწავლა და კიდევ, ყველაზე Mმთავარი: კანონის უზენაესობა ასწავლა. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსგან ძალიან შორს ვიყავი, საკუთარი კულტურა უფრო მეტად დავაფასე “: აღნიშნა დათომ. პროექტმა მას ბევრი კარგი მეგობარი და უდიდესი გამოცდილება შესძინა.

რაც შეეხება სილვიას, ის მოლდოვაშია 11 თვიანი EVS- ით. Aაინტერესებს აქაური კულტურა და რუსულის სრულყოფილად სწავლაც უნდა. თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება და მუშაობა ბევრად მნიშჰვნელოვანია მისთვის.

მისი დღე დილის 8 საათზე იწყება, 10 სთ-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია `მოლდოვის ადამიანთა უფლებების ინსტიტუტში” უნდა იყოს. სილვია აქ მუშაობს. წერს პროექტებს, ესწრება პრესკონფერენციებს, მონაწილეობას იღებს მონიტორინგის ჩატარებაში, დადის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და ა.შ.

ამჟამად მუშაობს უნარშეზღუდული ადამიანების უფლებებზე და აკეთებს კვლევას კოლეგებთან ერთად, რომელიც მოლდოვის მთავრობას უნდა წარუდგინონ. სილვიას სამუშაო დღე ჩვეულებრივ 17 სთ-ზე მთავრდება. თავისუფალ დროს ცეკვას, კინოს, მეგობრებს უთმობს.

ყველაზე დიდი სირთულე პირველ თვეებში ადაპტაციასტან ერთად, რომელიც 4 თვეს გაგრძელდა, საქმის არქონა იყო. პირველ არასამტავრობოში, სადაც “მუშაობდა”, საქმე არაფერი იყო და ამის გამო თითქმის დეპრესია დაემართა, მაგრამ საკუთარი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ის სამსახური, სადაც ახლა თავს ძალიან კარგად გრძნობს. კულტურული განსხვავება მისთვის ძალიან საინტერესოა და ყოველ დღე აღმოჩენებს აკეთებს. თვლის რომ მშობლიური გერმანიის გარდა ევროპაში მეორე სახლიც აქვს და ეს მოლდოვაა.

სასურველი EVS პროექტის მოძიება შეგიძლიათ საიტზე: http://ec.europa.eu/youth/evs/aod/hei_en.cfm http://ec.europa.eu/youth/youth-in-action-programme/doc/how_to_participate/programme_guide_09/programme_guide_09_en.pdf