“დიდი ძმა და დიდი და”

Article published on July 10, 2009
community published
Article published on July 10, 2009
მაია წიკლაური უკვე ერთი თვეა საქართველოში პროექტი “დიდი ძმა და დიდი და” ხორციელდება. ეს ამერიკული პროექტის ანალოგია. 25 სტუდენტი ამდენივე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს დაუახლოვდა. შემთხვევითობის პრინციპით სტუდენტები და ბავშვები ერთმანეთის და-ძმები გახდნენ. პროექტს ორგანიზაცია “ახალგაზრდები თავისუფალი საქართველოსთვის” IREX – ის მხარდაჭერით ახორციელებს.
gogo_da_gogo.bmp

“მომავლის სახლის” აღსაზრდელები ბავშვთა სახლში ცხოვრობენ. მათ დიდი და-ძმები სწორედ აქ სტუმრობენ, ძირითადად - კვირის ბოლოს. ყველა ერთად მიდიან ბუნებაში, კინოში, ან სხვა გასართობ ცენტრში. როგორც თავად ამბობენ ერთმანეთთან კონტაქტი ყოველთვის აქვთ, ყოველთვის იციან რას აკეთებს მათი უფროსი, ან უმცროსი დედმამიშვილი.sachino.bmp

საჩინო ვარდოსანიძე ერთერთია იმ მოხალისე სტუდენტებს შორის, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. სერჟიკა მისი პატარა ძმაა. საჩინომ გადაწყვეტილება, ახალი დედმამიშვილი შეეძინა, მოულოდნელად მიიღო. იდეა მეგობარმა შესთავაზა. რომ დაფიქრდა, მიხვდა, კიდევ ერთ ადამიანს მიანიჭებდა ბედნიერებას. “ნამდვილი ძმა არა მყავს მაგრამ დედმამიშვილთან შედარებით სიახლოვე ვიგრძენი და მინდა რომ გადავცე მას ეს სითბო და ვაგრძნობინო ნამდვილი დედმამიშვილობა. ვიცი, რომ ხშირად უნდა დავურეკო, მოვიკითხო, გავასეირნო. ვსაუბრობთ და ვუყვებით ხოლმე ერთმანეთის ისტორიებს.” – ამბობს საჩინო.

9 წლის გივიკოს და არ ყავს. ორი წელია ბავშვთა სახლში ცხოვრობს. აქ ოჯახური პირობების გამო მოხვდა. მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ და მასთან ერთად ყოფნას თითქმის ვერ ახერხებენ. ჰყავს ღვიძლი ძმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს. “ყოველთვის მინდოდა და რომ მყოლოდა. მარიამი რომ დავინახე, ვიფიქრე: ჩემი და ასეთი უნდა იყოსთქო.bavshviiiiiiii.bmp მერე ჩემი დაც გახდა და ძალიან გამიხარდა.” მარიამს თავად ერთი ძმა ყავს, თუმცა ცდილობს ყურადღება გივიკოსაც არ მოაკლოს. ფიქრობს, რომ ეს პროექტი მზურნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

პროექტი დაახლოებით 2 კვირაში სრულდება, თუმცა ახალი და-ძმები დაშორებას არ აპირებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, პატარებს მათთან განშორება ძალიან უჭირთ და ამიტომ შეეცდებიან ეს ურთიერთობა პროექტის შემდეგაც გააგრძელონ.