რა დაიწერება გაეროს რეზოლუციის ტექსტში, ობამა-მედვედევის შეხვედრა გადაწყვეტს

Article published on July 11, 2009
community published
Article published on July 11, 2009
შორენა ხვიჩია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გაეუმჯობესებინა ძნელად შესამჩნევი პროგრესით დასრულებულია, თუმცა რეგიონში აშშ-ს წარმომადგენლის გაცხადებით, ჟენევის შეხვდერები ნორმალურ ნოტაზე დასრულდა და მოლაპარაკებები ივლისში განახლდება.
მიხედავად ჟენევაში მომხდარი ინციდენტის, როცა რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვა, ორგანიზატორებს პროგრესის მაინც სჯერათ.obama-medvedev_002.jpg

აფხაზებმა რუსეთთან შეთანხმებთ, განაცხადეს, რომ თუკი პან გი მუნის მოხსენებაში აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს ფარგლებში იქნებოდა მოხსენიებული, მოლაპარაკებებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მართლაც, გაესრო გენერალური მდივნის, პან გი მუნის, ცნობილი მოხსენების(სადაც საქართველო და აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტებადაა ნახსენები) გამოქვეყნების მეორე დღესვე მოლაპარაკებები განახლდა.

ფაქტობრივად, რუსეთი კავკასიაში დასავლეთის გავლენის შესუსტებას და საზღვრების ხელახლა შეცვლას ცდილობს. მან საქართველოში უკვე მოახერხა შეეწყვიტა ეუთოს მისია(ეუთომ სამხრეთ ოსეთში თავისი მოღვაწეობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმბის თანახმად 30 ივნისს უნდა დაამთავროს). ასევე გაურკვეველია რა ბედი ეწევა გაეროს დამკვირვებლებს. გაეროს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში 1994 წლიდან მუშაობს. მოსკოვსა და სოხუმს კი სურს, რომ გაერო ახალ რეალობას მოერგოს და აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქვას

ამ რთული გარემოებისთვის გვერდის ავლის მიზნით გაერო ფიქრობს რომ 230 დამკვირვებლის(რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობენ) მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცობა მეტ სტაბილურობას შექმნის. და დაიწყეს კიდეც მოქმედება, როცა თებერვალში კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომლის მიხედვით ჟენევის პროცესი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ერთმანეთის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა რუსეთი მაინც თავისას ცდილობს და საერთაშორისო ორგანიზაციებზე სხვადასხვა მექანიზმებით ზემოქმედებასაც ახდენს. გაგრძელდება თუ არა გაეროს მისია საქართველოში(აფხაზეთის ტერიტორიაზეც, .gaero_cariel.jpg როგორც საქართველოს ნაწილი), ეს საკითხი 27 მაისს ნიუ-იორკში განიხილება. ექსპერტების აზრით, რუსეთი ცდილობს დრო გაწელოს და ბარაკ ობამას რუსეთში ვიზიტს ელოდება. ობამა კი რუსეთში ჩასვას ივლისში გეგმავს, ივლისშივე იქნება მზად გაეროს რეზოლუცია.

ექსპერტების ვარაუდით, ბარაკ ობამას და დიმიტრი მედვედევის შეხვდერა(თათბირი) დიდწილად გადაწყვეტს გაეროს რეზოლუციის ტექსტს. ობამას ადგილას ბუში რომ ყოფილიყო, საქართველოს შეეძლო იმედი ჰქნოდა, რომ მის უფლებებს ვინმე წარმოადგენდა, ახლა კი ამერიკის მხარდაჭერის იმედი საქართველოს ხელიუფლების გარდა თითქმის არავის დარჩა(თავად აცხადებენ, რომ დიდი იმედი აქვთ მხარდაჭერის).

“FOX NEWS”-თვის მიცემულ ინტერვიუში სააკშვილი აბობს: “ბარაკ ობამასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. აშშ-მ წინა ადმინისტრაციის ვადის დასრულებამდე ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეები გვიწოდა. Aხალმა ადმინისტრაციამ კი დაადასტურა. ვფიქრობ, რომ ამ ადმინისტრაციას, როგორც ყველა ჩვენს მეგობარს ვაშინგტონშI ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოზე უარის თქმა ნიშნავს იმას რაც რუსეთს სურს, უარის თქმას თავისუფლების იდეაზე ევრაზიის უდიდეს ნაწილში.”(ციტატის დასასრული)

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას არ აპირებს და რუსეთთან ათასგვარ შეთანმებას გეგმავს. რუსეთსა და აშშ-ს შორის ახალი ტიპის ურთიერთობებმა კი შესაძლოა “განტევების ვაცად” საქართველო აქციოს.